ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ერთ წლიანი სტიპენდია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი დოქტორანტისთვის პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით

კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი (ASCN) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორანტებს სთავაზობს ერთ წლიან სტიპენდიას.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი ან მეორე წლის დოქტორანტებს, რომლებიც კვლევას აწარმოებენ პოლიტიკური მეცნიერებების სფეროში, კერძოდ კი დემოკრატიზაციისა და გარდაქმნების მიმართულებით.

შერჩეული კანდიდატები ყოველთვიურად მიიღებენ სტიპენდიას 700 ლარის ოდენობით. სტიპენდია ასევე ითვალისწინებს სრულად ანაზღაურებად ორ თვიან სამეცნიერო ვიზიტს ფრიბურგის უნივერსიტეტში (შვეიცარია) და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის ხარჯების დაფარვას.

სტიპენდია გაიცემა ერთი წლის ვადით გახანგრძლივების პერსპექტივით.

კონკურსი ოფიციალურად 2010 წლის სექტემბერში გამოცხადდება, როდესაც ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტი მიიღებს დოქტორანტებს. განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება 2010 წლის ოქტომბრის ბოლომდე, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება 2010 წლის ნოემბერში გახდება ცნობილი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

დენის დაფლონი, პროგრამის კოორდინატორი
denis.dafflon@unifr.ch 

პროფ. გიგა ზედანია, ადგილობრივი კოორდინატორი
giga_zedania@iliauni.edu.ge

ბანერები