ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

არქიტექტურ​ის მიმართულებ​ის სტუდენტთა საერთაშორი​სო კონკურსი

2014 წლის 3-7 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაიმართება არქიტექტურის მიმართულების სტუდენტთა საერთაშორისო კონკურსი. კონკურსის მიზანია ვორვიკის გზაჯვარედინის (Warwick Junction) რთული ეკოლოგიური მდგომარეობისთვის და აღნიშნულ რაიონში მცხოვრებლებისთვის შექმნილი სოციალური თუ ეკონომიური სირთულეებიდან მოკლევადიანი ან გრძელვადიანი გამოსავალის მოძიება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებს.
კონკურსისთვის ონლაინ რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2013 წლის 31 ოქტომბერი
კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები.
კონკურსის შესახებ  დეტალური  ინფორმაციისთვის ეწვიეთ  ვებ-გვერდს: http://uia2014durban.co.za/student_competition.htm

ბანერები