ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ამერიკის შეერთებული შტატების მერვე ყოველწლიური საგანმანათლებლო გამოფენა

2010 წლის 11 ოქტომბერს ჩატარდება ამერიკის შეერთებული შტატების მერვე ყოველწლიური საგანმანათლებლო გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ამერიკული უნივერსიტეტები, ჩატარდება სემინარები აშშ-ში უმაღლესი განათლებისა და აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების შესახებ, მოეწყობა შეხვედრა აშშ-ს უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან და კურსდამთავრებულებთან.

გამოფენის ორგანიზატორები არიან აშშ-ს საელჩო საქართველოში, "საერთაშორისო განათლების ცენტრი", საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრი "კვალი".   

აშშ-ს საგანმანათლებლო გამოფენა სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს შეხვდნენ და გაესაუბრონ ამერიკული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, მიიღონ ინფორმაცია ამერიკულ უნივერსიტეტებში ინდივიდუალურად ჩარიცხვისა და აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესახებ.   

საგანმანათლებლო გამოფენა ჩატარდება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (ლადო გუდიაშვილის ქ. 7), 13:00 - 16:00 სთ. დასწრება თავისუფალია. 
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები