სტუდენტის სტატუსის აღდგენისა და შეჩერების ვადები 2024-2025 წლის გაზაფხულის სემესტრისათვის
ახალი ამბები
ძვირფასო სტუდენტებო,
გაწვდით ინფორმაციას სტატუსის შეჩერებისა და აღდგენის პროცედურებსა და ვადებთან დაკავშირებით.
თუ გეგმავთ 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტური სტატუსის შეჩერებას, ამისთვის საჭიროა უნივერსიტეტს მიმართოთ განცხადებით არგუსის შესაბამისი შაბლონის გამოყენებით არაუგვიანეს სწავლის დაწყებიდან ორი კვირის ვადაში, 2025 წლის 21 მარტის ჩათვლით.
სტუდენტური სტატუსის აღდგენისთვის და სწავლის გაგრძელებისთვის, საჭიროა უნივერსიტეტს მიმართოთ განცხადებით არგუსის შესაბამისი შაბლონის გამოყენებით სწავლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, არაუგვიანეს 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. განცხადების განხილვისთვის აუცილებელი პირობაა - სტუდენტს სრულად ჰქონდეს დაფარული სწავლის საფასურის დავალიანება.
2025