ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პირველი არხი აცხადებს შესარჩევ კონკურს სატელევიზიო პროექტისთვის

თუ ხარ 17-დან 24 წლამდე და შეგიძლია შექმნა სატელევიზიო გადაცემა, პირველი არხი გაძლევს შანსს მიიღო მონაწილეობა ახალ სატელევიზო პროექტში "პილოტი”.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნეთ მითითებულ მისამართზე PILOTI.@GPB.GE ან მოიტანეთ შემდეგ მისამართზე: კოსტავას 68 "საზოგადოებრივი მაუწყებელი”.

განცხადებები მიიღება 27 დეკემბრამდე.

საკონკურსო პირობები:
ქასთინგის საშუალებით ჟიური სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან ექვს საუკეთესო მონაწილეს გამოავლენს. გამარჯვებული მონაწილეები შექმნიან 6 გუნდს, ოთხი წევრის შემადგენლობით.

პროექტში მონაწილე ექვსივე გუნდი გადაცემებს პირველი არხის სატელევიზო ბაზაზე მოამზადებს. პროექტის განმავლობაში კონკურსანტებს კონსულტაციებს საზოგადოებრივი არხის სახეები და სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფები გაუწევენ.

პროექტი იყოფა სამ ეტაპად:

  • პირველ ეტაპზე გუნდები გათამაშების პრინციპით მიიღებენ თემას, რომელზეც საკუთარი შეხედულბისამებრ მოუწევთ გადაცემის შექმნა.
  • მეორე ეტაპზე გუნდები შექმნიან პირველი არხის უკვე მიმდინარე გადაცემების ანალოგებს.
  • მესამე, ანუ ბოლო ეტაპზე კი, დარჩენილი ორი გუნდი საერთო თემაზე მოამზადებს გადაცემას.

გუნდების მუშაობას შეაფასებს ჟიური (50%) და მაყურებელი (50%) ესემესების საშუალებით და თითოეულ ეტაპზე პროექტს ორი ყველაზე დაბალრეიტინგული გუნდი დატოვებს. პროექტში გამარჯვებულ გუნდი კი, მუშაობას გააგრძელებს პირველ არზე და შექმნის ახალგაზრდულ გადაცემას.

საკონტაქტო ტელ.:  995 (32) 40 90 59

ბანერები