ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

MFC ILIAUNI 3:2 Tsalenjikha/ 2023-24 წწ. სეზონი VI ტური

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულმა გუნდმა საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის 2023-2024 წლების სეზონზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

15 ნოემბერს MFC ILIAUNI წალენჯიხის გუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მატჩის საბოლოო ანგარიში – 3:2 დააფიქსირა. ამ შედეგით ჩვენი გუნდი ლიგაში მე-3 პოზიციას იკავებს: t.ly/L_mbX

Მატჩი მთლიანად ჩვენი დომინაციით მიმდინარეობდა, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს (ბურთის ფლობა 69-31, ხოლო კარისკენ დარტყმები 40-28 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ), თუმცა, ამის მიუხედავად, წალენჯიხელებმა შეძლეს პირველი ტაიმის ბოლოს მცირე დროში მომენტების ეფექტურად გამოყენება. პირველი ტაიმის ბოლო 6 წუთში გუნდებმა 2-2 გოლის გატანა შეძლეს. ანგარიში ლაშა კურტანიძის გადაცემის შემდეგ გიორგი ტიკურიშვილმა გახსნა (14:30’); 3 სათამაშო წუთის შემდეგ კი ბორის ესებუას კარგმა თამაშმა ამჯერად ლაშა კურტანიძეს გაატანინა გოლი (17:04’). ტაიმის ბოლოს მოწინააღმდეგე გუნდიდან გამორჩეული იყო ზურაბ ღვინჯილია, რომელმაც დუბლი შეასრულა და დააფიქსირა ტაიმის საბოლოო ანგარიში – 2:2.

უამრავი მომენტის მიუხედავად მატჩის მეორე ტაიმში მხოლოდ ერთი გატანილი გოლი ვიხილეთ. გიორგი ტიკურიშვილის ეფექტური და ზუსტი პასი გიორგი ქურხულმა გამოიყენა და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა (27:28’).

ამით ჩვენი გუნდი მოგებათა სერიას აგრძელებს.

მორიგი მატჩი საუნივერსიტეტო დერბია – ჩვენი მოწინააღმდეგე 22 ნოემბერს თსუ იქნება; მატჩი 14:30 საათზე არენა 2-ის დარბაზში გაიმართება.

მადლობა ბიჭებს თავდადებისა და კარგი შედეგებისთვის! წინ მთელი სეზონია!

მატჩის ოქმი: t.ly/PWTOp

სრული ჩანაწერი: t.ly/yj_Wa

2023

ბანერები