გაეროს საპრიზო კონკურსი საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტისთვის
გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს საპრიზო კონკურსს სტუდენტებისათვის გაეროს მიერ შემუშავებული ათასწლეულის განვითარების მიზნების თემაზე შექმნილი საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტების გამოსავლენად.
კონკურსი საშუალებას აძლევს სტუდენტებს - მომავალ ჟურნალისტებს - შექმნან და წარმოადგინონ სატელევიზიო სიუჟეტები ქვეყნისთვის ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა სიღარიბის დაძლევა, ახალგაზრდობის პრობლემები და სოციალური საკითხები, ჯანდაცვა, განათლება, გარემოს დაცვა და სხვ. სიუჟეტები ასევე უნდა ასახავდეს ისეთ პროცესებს, რომელთაც წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში, თითოეული მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ არის საჭირო დიდი გამოცდილება, საჭიროა მხოლოდ მოტივაცია. კონკურსის მიზანია, გამოავლინოს სტუდენტთა შემოქმედებითი ნიჭი.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ დანართ (ქართულად), (ინგლისურად) ან შეგიძლიათ ინფორმაცია იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.ungeorgia.ge/geo/tenders.php?id=68