აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
ახალგაზრდებს შორის აფხაზეთის მიმართ ინტერესისა და თემის პოპულარიზაციისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დაწესებულია აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია.
სტიპენდიიის მოპოვება შეუძლიათ განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით გამორჩეულ მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
- მაღალი აკადემიური მოსწრება (საშუალო ქულა უნდა აღემატებოდეს 80-ს);
- მონაწილეობა სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში;
- გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
- საზოგადოებრივი აქტიურობა.
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიას — თვეში 300 ლარს — სტუდენტები მიიღებენ დანიშვნის დღიდან 1 სასწავლო წლის (10 თვის) განმავლობაში.
განაცხადების წარდგენის ვადას განსაზღვრავს და საჯაროდ აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სასწავლო წლის დასრულების შემდგომ, რაზეც ინფორმაციას გაცნობებებთ მოგვიანებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. დანართი.
2026 წელი