ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

თეონა კენედის მასტერკლასი: „როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის?“

2 ნოემბერს, 19:00 საათზე, დასაქმების კვირეულის ფარგლებში ილიაუნის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორი, ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტი, თეონა კენედი ჩაატარებს მასტერკლასს თემაზე: „როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის?“

ლექციაზე შეიტყობთ, როგორ შეადგინოთ ეფექტური CV, რა უნდა გაითვალისწინოთ გასაუბრებაზე და რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ, რა იმალება გასაუბრების პოპულარული კითხვების მიღმა და რა უპირატესობა აქვს პროფესიული ქსელის გამოყენებას სამუშაოს ძიების წარმატებისთვის.

თეონა კენედის შესახებ

თეონა კენედი არის ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და მართვის აკადემიის ტრენერი. მას აქვს მსხვილ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების დირექტორის პოზიციაზე მუშაობის 12- წლიანი გამოცდილება.

ვრცლად თეონა კენედის ბიოგრაფია იხილეთ აქ.

დრო: 2 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ.ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

შეხვედრაზე დასასწრებად შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა.

ბანერები