სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ანაზღაურებადი სტაჟირება ილიაუნის სამართლის სკოლაში

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

(სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტებისთვის).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციების გაწევა;
  • სტუდენტთა პირადი საქმეების მოწესრიგება;
  • დიპლომის დანართების დამზადებისას ტექნიკური ხასიათის დახმარება;
  • შიდა და გარე მობილობაში მონაწილე სტუდენტების რეგისტრაცია და საინფორმაციო შეხვედრების პროცესში დახმარება;
  • სასწავლო პროცესის მონიტორინგი;
  • სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესად ჩაითვლება B2 დონე);
  • ეფექტური ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ და ქართულ ენებზე;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ქცევითი კომპეტენციები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოტივირებულობა;
  • ინფორმაციის დახარისხების უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

  • მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. №32;
  • ფაკულტეტი: სამართლის სკოლა;
  • გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სტაჟირების ხანგრძლივობა: 2026 წლის 1 მაისიდან 2026 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით;
  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2;
  • ანაზღაურება: თვეში 270 ლარი (დარიცხული);

შერჩევა წარიმართება შემდეგ ეტაპებად:

  • წარმოდგენილი CV-ების გადარჩევა
  • გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 15 აპრილის ჩათვლით (18:00 საათამდე) შემდეგ მისამართზე: lawfaculty@iliauni.edu.ge წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითეთ „სამართლის სკოლის სტაჟიორი“

დავუკავშირდებით შერჩევის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებას.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2026

ბანერები