ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სოციალური მედიის მენეჯერის ვაკანსია
ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სოციალური მედიის მენეჯერის (უფროსი სპეციალისტის) ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველდღიურად გამოსაქვეყნებელი მასალების კოორდინაცია – ინფორმაციის სტრუქტურირება, შინაარსის განსაზღვრა, დიზაინერებთან ერთად ვიზუალური კონცეფციისა და სტილის შეთანხმება, სტილის კონტროლი და ბრენდბუქის შესაბამისობის უზრუნველყოფა. სამუშაო ნაკადის ავტომატიზაცია და ვებადმინისტრატორთან სინქრონიზაცია მასალის ყველა პლატფორმაზე უხარვეზოდ და დროულად განსათავსებლად;
- უნივერსიტეტის კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა
გუნდთან კოორდინირებით;
- სოციალური არხების სპეციფიკაციის გათვალისწინებით ინფორმაციის გამოქვეყნება და მონიტორინგი;
- უნივერსიტეტის სოციალური ქსელების რეპუტაციაზე ზრუნვა;
- მნიშვნელოვან ღონისძიებებზე დასწრება და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა, მოკლე ვიდეოების გადაღება და დროული გამოქვეყნება.
- სოციალური ქსელების, Live-ტრანსლაციებისა და ონლაინშეხვედრებისთვის ბმულების გენერირება;
- სარეკლამო სტრატეგიის განსაზღვრა და შესრულება ორგანიზაციის სხვადასხვა პლატფორმისთვის (Meta Ads Manager);
- სოციალური მედიის არხების კვარტალური ანალიტიკისა და ანგარიშების მომზადება;
- მონაცემთა შეგროვება, ინტერპრეტაცია და კომუნიკაცია Google Analytics-ის, Meta Insights-ისა და სხვა ანალიტიკური ხელსაწყოების მეშვეობით;
- ანგარიშების საფუძველზე შედეგების შეფასება და შემდგომი სტრატეგიული ცვლილებების რეკომენდაცია/განხორციელება;
- პიარღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და, საჭიროების შემთხვევაში, განხორციელება.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სოციალური მედიის არხების მართვის გამოცდილება (Facebook, Instagram, linkedin);
- გრაფიკულ დიზაინერთან თანამშრომლობით ვიზუალური მასალების მომზადებისა და კონტროლის გამოცდილება;
- Meta Ads Manager;
- Meta Business Suite;
- Google Analytics;
- Meta Insights, LinkedIn Analytics;
- SEO-ის საბაზისო ცოდნა;
- Live-ტრანსლაციებისა და ღონისძიებების ტექნიკური მხარდაჭერის უნარი (Zoom, Google meets);
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია B2);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint).
ქცევითი კომპეტენციები:
- კრეატიულობა;
- ინოვაციურობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც წერითი, ასევე ზეპირი;
- ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- განვითარებასა და სიახლეებზე ორიენტაციის უნარი;
- დროის განაწილებისა და სწორად მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის 45
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი სამუშაო გრაფიკი (კვირაში არაუმეტეს 40 საათისა);
ანაზღაურება: 1913 ლარი (დარიცხული).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, 28 ივლისის ჩათვლით თქვენი CV (მიუთითეთ ასევე სოციალური მედიის არხის/არხების მართვის ამსახველი ბმული) გამოგზავნეთ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge (გთხოვთ, “subject” ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „სოციალური მედიის მენეჯერი“).
დავუკავშირდებით კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით შერჩეულ კანდიდატებს ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტით. მათ ჩაუტარდებათ გასაუბრება.
რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონით დადგენილი გამოსაცდელი ვადით.
2026