საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ვიდეოოპერატორის ვაკანსია
ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ვიდეოოპერატორის ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა ვიდეოგადაღება;
- უნივერსიტეტთან დაკავშირებული საინფორმაციო ვიდეორგოლების მომზადება;
- ყველა ორიგინალი ფაილის დაარქივება და შენახვა;
- სამონტაჟო პროგრამაში ვიდეოფაილის შეტანა და მასალის დამუშავება;
- ვიდეოჩაწერის შემდგომ საწარმოო ციკლის მართვა (საუკეთესო კადრების შერჩევა, დროულად მიწოდება);
- ვიდეორგოლის სცენარის გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
- ჩასაწერი სივრცის, აპარატურისა და განათების მოწყობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ვიდეოგადაღების ტექნიკური უნარი;
- მონტაჟის საბაზისო ცოდნა;
- ღონისძიებების გადაღების გამოცდილება;
- შესაბამისი პროფესიული განათლება ან გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ვიდეონამუშევრების პორტფოლიოს ქონა.
ქცევითი კომპეტენციები:
- დროის მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
- სიახლეებისადმი ღიაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45;
- სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40 საათი);
- სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- სახელფასო სარგო: 1913 ლარი (დარიცხული).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, 2026 წლის 20 თებერვლის ჩათვლით CV და ვიდეონამუშევრების პორტფოლიო გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ვიდეოოპერატორი.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.
2026