ილიაუნის საერთაშორისო სტუდენტებისა და პროგრამების მარკეტინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანსია
ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საერთაშორისო სტუდენტებისა და პროგრამების მარკეტინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (ჩარიცხვების ოფიცერი) ვაკანსიას საერთაშორისო სტუდენტების სერვისების ადმინისტრირების მიმართულებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამსახურის უფროსის დახმარება მიმდინარე საკითხების მართვასა და შესრულებაში;
- საერთაშორისო სტუდენტების ონლაინაპლიკაციის სისტემის მართვა;
- ონლაინაპლიკაციების დამუშავება, აპლიკანტებთან უკუკავშირი და პოტენციურ სტუდენტებთან/აგენტებთან ურთიერთობა;
- საერთაშორისო სტუდენტების ინტერვიუებისა და გამოცდების დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში მონაწილეობა;
- საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის პროცესის მართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება;
- საერთაშორისო სტუდენტთა კონსულტაცია სავიზო-საიმიგრაციო საკითხებთან დაკავშირებით და საჭიროებისამებრ შესაბამისი მხარდამჭერი დოკუმენტაციის მომზადება;
- სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლების მინიმალური დონე: ბაკალავრის ხარისხი;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (მინიმუმი);
- ინგლისურ ენაზე სრულყოფილი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Google Workspace);
- უმაღლესი განათლების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის, კანონქვემდებარე აქტებისა და უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების ცოდნა.
ქცევითი კომპეტენციები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- სიახლეებისადმი ღიაობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №45
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: 1800 ლარი (gross)
სამუშაოს დაწყების თარიღი: 2026 წლის 1 ოქტომბერი
შენიშვნა: გამოსაცდელი ვადა 3 თვე
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
ელექტრონული წერილის Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „ჩარიცხვების ოფიცერი“.
ყურადღება: გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე შერჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.
2026