ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის

უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა და არასრული სასწავლო კურსები

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის მოქმედი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 1-ლი აპრილიდან ცხადდება უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა 2015-2016 სასწავლო წლისათვის (სწავლა აკადემიური პროგრამებზე დაიწყება 2015 წლის სექტემბერში). 

პროგრამის ფარგლებში, უნგრეთის მხარე ქართულ მხარეს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიას წელიწადში 50 ქართველი სტუდენტისათვის უნგრეთში, საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად შემდეგი ჩარჩოს შესაბამისად:

ბაკალავრიატი

10 სასწავლო სტიპენდია სოფლის მეურნეობის სფეროში
10 სტიპენდია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მდგრადი განვითარების სფეროში
5 სტიპენდია საექთნო საქმეში
10 სტიპენდია ინჟინერიასა და ტექნოლოგიაში
10 სტიპენდია წყლის რესურსების მართვაში, ეკონომიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში

დოქტორანტურა

5 სტიპენდია ინგლისურენოვანი სრული სადოქტორო პროგრამისათვის ნებისმიერ სფეროში.
სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: www.stipendiumhungaricum.hu

უნგრეთის მხარე ქართველ სტუდენტებს აგრეთვე სთავაზობს არასრულ სასწავლო კურსებს (part-time studies), რაც გულისხმობს სწავლას ერთი აკადემიური წლის განმავლობაში საბაკალავრო ან სამაგისტრო ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე.

სარეგისტრაციო ფორმა (ივსება ონლაინ) და მოთხოვნილი დოკუმენტების სია იხილეთ ბმულზე: http://limesurvey.tpf.hu/index.php/267728/lang-en.

​უნგრეთის მხარის ცნობით, სააპლიკაციო ფორმებისა და მოთხოვნილი საბუთების წარმოდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 15 აპრილისა შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: abaramia@mes.gov.ge; rjobava@mes.gov.ge.

შენიშვნა: უნგრეთის მხარე არ აფინანსებს მგზავრობის ხარჯებს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2015 წლის 15 აპრილი.

ბანერები