ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის

ტარტუს უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამები

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტი აცხადებს განაცხადების მიღებას უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის საერთაშორისო სტუდენტებისათვის ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით შემდეგ სპეციალობებში: მარკეტინგი და მენეჯმენტი, აგრეთვე ფინანსები და საბუღალტრო საქმე.

ტარტუს უნივერსიტეტი წლების განმავლობაში ითვლება ესტონეთში ბიზნეს-განათლებისა და ამ კუთხით კვლევითი საქმიანობის განმახორციელებელ წამყვან უმაღლეს სასწავლებლად. ბიზნესისა და ეკონომიკის შემსწავლელ მეცნიერებათა სწავლებას 70 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს ტარტუს უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის უმთავრესი მიზანია შესთავაზოს სტუდენტებს მაღალკვალიფიციური ბიზნეს-განათლება მუდმივად ცვალებად გლობალურ ეკონომიკურ სიტუაციასთან მიმართებაში.

უნივერსიტეტში სწავლისას სტუდნეტებს მოუხდებათ ისეთი დისციპლინების შესწვალა-ჩაბარება, როგორიცაა: მეწარმეობის საფუძვლები, ბიზნეს ადმინისტრირებისა და ბიზნეს სამართლის საფუძვლები, მიკრო და მაკრო ეკონომიკა, მარკეტინგის მენეჯმენტი, საბუღალტრო საქმე, ფინანსები და საბანკო საქმე და სხვა. აღნიშნული სავალდებულო დისციპლინების გარდა სასწავლო კურსი მოიცავს ისეთ არჩევით სფეროებსაც, როგორიცაა: უცხო ენები, რეგიონული სწავლებანი და სოციალური მეცნიერებები.

მოცემულ სასწავლო პროგრამაში მონაწილე სტუდენტები გაივლიან 2-3 თვიან სტაჟირების კურსს ესტონეთისა ან საზღვარგარეთის საჯარო ან კერძო დაწესებულება - ორგანიზაციაში. პროგრამა 3 წლიანია. სასწავლო ენა არის ინგლისური. სასწავლო კურსი სრულდება ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებელი ფინალური გამოცდით ბიზნეს - ადმინისტრირებასა და მის მონათესავე დისციპლინებში.

მოცემული პროგრამით გათვალისწინებული სტიპენდია ანაზღაურებს მხოლოდ უნივერსიტეტში სწავლისათვის აუცილებელ გადასახადს 3000 ევროს ოდენობით. სასწავლო მასალების, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა დამატებითი ხარჯები აღნიშნული სტიპენდიით არ ანაზღაურდება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (ხელმისაწვდომია ბმულზე https://www.is.ut.ee/pls/vy/reg_avaldus.koostamine?tyyp=bakalaureus_ing);
• სამოტივაციო წერილი;
• საშუალო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლები ნიშნების ფურცელთან ერთად მშობლიურ და ინგლისურ ენებზე;
• საშუალო სკოლის დამთავრებისას ჩაბარებული მათემატიკის საბოლოო გამოცდის შედეგების ნოტარიულად დამოწმებული ასლი (იმ შმთხვევაში, თუ აღნიშნული გამოცდა ბარდება კანდიდატის მშობლიურ სკოლაში და გაიცემა შესაბამისი მოწმობა ნიშნების ფურცელთან ერთად);
• ინგლისური ენის სათანადო დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (TOEFL ტესტი: მინიმუმ 525 ქულა, კომპიუტერული ტესტი: მინიმუმ 196 ქულა, ინტერნეტ-ტესტი: მინიმუმ 69/70 ქულა.);
• პირადობის მოწმობის ასლი.

ტარტუს უნივერსიტეტის მოცემულ პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველ არა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენელი სტუდენტებისათვის განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 15 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: 822 29 47 11

 

ბანერები