ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის

სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამა 2021-2022 სასწავლო წლისთვის

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამა 2021-2022 სასწავლო წლისთვის სლოვაკეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებსა და კვლევით დაწესებულებებში აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას. მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, მკვლევრებს, ლექტორებსა და ხელოვანებს.

ყოველთვიური სტიპენდია:

  • ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს – 400 ევრო;
  • PhD სტუდენტებს – 734 ევრო;
  • ლექტორებს, მკვლევრებსა და ხელოვანებს:

დოქტორის ხარისხის გარეშე, 4 წელზე ნაკლები სამუშაო გამოცდილებით – 734 ევრო;

დოქტორის ხარისხის გარეშე, 10 წელზე ნაკლები სამუშაო გამოცდილებით – 980 ევრო;

დოქტორის ხარისხის გარეშე, 10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილებით – 1050 ევრო.

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ სამგზავრო ხარჯების დაფინანსების (500 ევრო) მოსაპოვებლად.

განაცხადის წარდგენა:

ონლაინაპლიკაციის სისტემა იხსნება საბუთების გაგზავნის ბოლო ვადამდე არანაკლებ 6 კვირით ადრე.

კანდიდატებმა, რომელთაც სურთ სწავლის დაწყება 2021 წლის სექტემბრიდან, აპლიკაცია უნდა შეავსონ და საჭირო დოკუმენტები ატვირთონ არა უგვიანეს 30 აპრილისა (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დროით 16:00 საათამდე)

მათთვის კი, ვისაც სურს სტიპენდია მოიპოვოს 2021-2022 სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრისთვის, საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი (ცენტრალური ევროპის დროით 16:00 საათამდე).

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი ან ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.scholarships.sk

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები