ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის

საინფორმაციო შეხვედრა გაცვლითი პროგრამების შესახებ

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD)

საინფორმაციო შეხვედრა

გაცვლითი პროგრამების შესახებ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების საყურადღებოდ:
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გიწვევთ ოთხშაბათს, 15 ოქტომბერს, 11 საათზე, აუდიტორიაში A 101 გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საინფორმაციო შეხვედრაზე გაცვლითი პროგრამების შესახებ.

ღონისძიებას გაუძღვებიან გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) წარმომადგენლები, რომლებიც მოგაწოდებენ ინფორმაციას გერმანიაში სწავლის დაფინანსებისა და სასწავლო ან კვლევითი სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობების შესახებ.

შეხვედრას ასევე დაესწრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ეკატერინე შავერდაშვილი, რომელიც დაგაკვალიანებთ ჩვენ უნივერსიტეტში გერმანული ენის შესწავლასთან დაკავშირებით.

დასწრების შემთხვევაში გექნებათ შესაძლებლობა, დაუსვათ სტუმრებს კითხვები თქვენთვის საინტერესო გაცვლითი პროგრამების შესახებ და მიიღოთ ინდივიდუალური რჩევები.

გთხოვთ, მობრძანდეთ!

ბანერები