საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა (IES) გერმანიაში
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამის (IES) ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს სრულად დაფინანსებულ სასწავლო სემესტრს გერმანიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში და ასევე, პროფესიულ სტაჟირებას ბერლინში. მონაწილეობა შეუძლიათ ყველა მიმართულებისა და სპეციალობის სტუდენტებს.
პროგრამა ხელს უწყობს მონაწილეთა აკადემიურ და პროფესიულ განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების მიღებას, ინტერკულტურული უნარების შეძენასა და საერთაშორისო პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებას.
განაცხადების მიღების ვადა: 2026 წლის 30 ივლისი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის განაცხადების წარდგენის ვადა გაგრძელდება 2026 წლის 7 აგვისტომდე.
დეტალური ინფორმაცია და განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია ვებგვერდზე და თანდართულ საინფორმაციო ბროშურაში (IES flyer).
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/p/Da2xWWQIsr0/
2026