ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის

კონკურსი ვენის უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრის სტიპენდიებზე

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ვენის უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრი (Vienna Center for Advanced Studies – ViCAS) აცხადებს კონკურსს 2027-2028 აკადემიური წლის კვლევით სასტიპენდიო პროგრამაზე (ViCAS Fellowship).

პროგრამა მეცნიერებს საშუალებას აძლევს, კვლევითი საქმიანობა წარმართონ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის საერთაშორისო და ინტერდისციპლინურ აკადემიურ გარემოში.

შერჩეული სტიპენდიატები მიიღებენ ყოველთვიურ ანაზღაურებას, რომელიც მოიცავს საცხოვრებლისა და საჭიროების შემთხვევაში ბავშვზე ზრუნვის დანამატს. გათვალისწინებულია მკვლევრის მშობლიური უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერაც (დეტალური პირობები იხილეთ პროგრამის გზამკვლევში).

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 28 აგვისტო.

დეტალური ინფორმაცია 2027-2028 წლის პროგრამაში მონაწილეობის პირობების, მოთხოვნებისა და განაცხადის პროცედურის შესახებ ხელმისაწვდომია ViCAS-ის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://vicas.univie.ac.at

დამატებითი კითხვების შემთხვევაში ორგანიზატორებს დაუკავშირდით ელექტრონულ მისამართზე: vicas@univie.ac.at

ცნობისთვის: მიმდინარე წლის 16 ივნისს ViCAS-მა გამოაცხადა პირველი სტიპენდიატების შერჩევის შედეგები. კონკურსის გამარჯვებული 19 მკვლევარი ვენის უნივერსიტეტში ცხრა თვის განმავლობაში – 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2027 წლის 30 ივნისამდე – კვლევითი პროგრამით იმუშავებს.

2026

ბანერები