GRIPS-ის საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამები ტოკიოში 2027-2028 სასწავლო წლისთვის
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
ტოკიოს კვლევების ეროვნული სამაგისტრო ინსტიტუტი (National Graduate Institute for Policy Studies – GRIPS) 2027-2028 აკადემიური წლისთვის აცხადებს მიღებას საჯარო პოლიტიკის ერთ (MP1) და ორწლიან (MP2) სამაგისტრო პროგრამებზე.
განაცხადების მიღება დაიწყება 2026 წლის აგვისტოდან.
იაპონიის მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება GRIPS მხოლოდ საჯარო პოლიტიკის მიმართულებით მუშაობს. პროგრამები სპეციალურად არის შექმნილი საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის, სახელმწიფო მოხელეებისა და პოლიტიკის სფეროს პროფესიონალებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.
სასწავლო მიმართულებები
- ეკონომიკური პოლიტიკა
- საერთაშორისო განვითარების კვლევები
- საერთაშორისო ურთიერთობები
- საჯარო პოლიტიკა
დაფინანსების შესაძლებლობები
წარმატებულ კანდიდატებს შესაძლებლობა აქვთ, მოიპოვონ სრული დაფინანსება იაპონიის მთავრობის (MEXT) ან აზიის განვითარების ბანკისა და იაპონიის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის (ADB-JSP) ფარგლებში.
სასტიპენდიო პაკეტი ფარავს:
- სწავლისა და ჩარიცხვის საფასურს;
- ყოველთვიურ სტიპენდიას;
- იაპონიაში გამგზავრებისა და დაბრუნების (სამგზავრო) ხარჯებს.
დამატებითი დეტალები
პროგრამის შესახებ ვრცელი ინფორმაციის გასაცნობად იხილეთ თანდართული დოკუმენტი (ბროშურა) GRIPS_MPP_Brochure.
განაცხადის წარდგენამდე კანდიდატებმა უნდა გადაამოწმოთ დეტალური მოთხოვნები, დაფინანსების პირობები და ზუსტი ვადები უშუალოდ ინსტიტუტის ოფიციალურ ვებგვერდზე http://www.grips.ac.jp/en/admissions/index/
2026