ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის

სადოქტორო თანახელმძღვანელობის სტიპენდია

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სოციალურ მეცნიერებათა კვლევის ფრანკოფონული ცენტრი (CEREFREA Villa Noël) აცხადებს კონკურსს სადოქტორო სტიპენდიის მოსაპოვებლად. სტიპენდია გაიცემა 5-დან 10 თვემდე ვადით და ითვალისწინებს თანახელძღვანელობის ეგიდით სადოქტორო კვლევის დაფინანსებას AUF-ის წევრ ნებისმიერ უნივერსიტეტში.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ფრანკოფონ დოქტორანტს, რომელიც 2015-16 სასწავლო წლის პერიოდში ირიცხება AUF-ის (ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო www.auf.org) წევრი უნივერსიტეტის (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიაუნი) სადოქტორო პროგრამის მეორე კურსზე და რომელიც მიიღებს თანახელმძღვანელობის ხელშეკრულების გაფორმების თანხმობას AUF-ის წევრი უნივერსიტეტიდან.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 14 ნოემბერი. კანდიდატის სრული დოსიე იგზავნება ელექტრონული სახით შემდეგ მისამართზე: edss@g.unibuc.ro
დეტალურად კონკურსის პირობები და წარსადგენი საბუთების ნუსხა იხილეთ შემდეგ ბმულზე:

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ :
თბილისი tamar.garibashvili@auf.org

ბანერები