საბერძნეთის სასტიპენდიო პროგრამა 2017-2018 სასწავლო წლისათვის
ახალი ამბები
გაცნობებთ, რომ საბერძნეთის სახელმწიფო სასტიპენდიო ფონდი აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის თანამედროვე ბერძნული ენისა და კულტურის შესასწავლად.
სტიპენდიის ხანგრძლივობაა 8 თვე (2017 წლის ოქტომბერი – 2018 წლის მაისი).
კურსის გავლა შესაძლებელი იქნება ქვემოთ ჩამოთვლილი უნივერსიტეტებიდან ერთ-ერთში:
- ათენის უნივერსიტეტი
- თესალონიკის უნივერსიტეტი
- იანინას უნივერსიტეტი
- კრეტას უნივერსიტეტი
კურსი მოიცავს შემდეგ აქტივობებს:
• ბერძნული ენის კურსი
მონაწილეები შეისწავლიან ბერძნულ ენას ან გაიმჯობესებენ ბერძნული ენის ცოდნის დონეს.
• ისტორია და კულტურა: საბერძნეთის ისტორია, კულტურა და ხელოვნება
გაიმართება სემინარები და მოეწყობა ექსკურსიები საბერძნეთის ისტორიულ ადგილებში
• სოციალური პროგრამა სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართვის შესაძლებლობებით.
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2017 წლის 11 სექტემბერი.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: https://www.iky.gr/