ახალი ამბები
17 აპრილი, 2026
ახალი ამბები
16 მარტი, 2026
ახალი ამბები
9 თებერვალი, 2026
მეშჰედის ფირდოუსის სახელობის უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამები
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
მეშჰედის ფირდოუსის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სრული ან ნაწილობრივი სტიპენდიების მოსაპოვებლად ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის პროგრამებზე სწავლისათვის.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან სპარსული ენის 6-თვიან მოსამზადებელ კურსს. სტიპენდია გაიცემა სწავლის საფასურის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებისთვის.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 21 მაისი, 2021 წელი
სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ მეშჰედის ფირდოუსის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიური ურთიერთობების დეპარტამენტს (intr@um.ac.ir; https://bit.ly/3wzL3t3).
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.