ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის

ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს ქვეპროგრამას „ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“. პროგრამა ითვალისწინებს ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიის გაცემას ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უმაღლესი აკადემიური განათლების პირველი და მეორე კურსების უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ სტუდენტებზე, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის დროს ბათუმის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებულნი, ამასთან, აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად, 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომო სემესტრში მიღებული აქვთ დადებითი შეფასება:

  • პრიორიტეტულ მიმართულებებზე ჩარიცხულ სტუდენტებს – 81 ქულა და მეტი;
  • დანარჩენ მიმართულებებზე ჩარიცხულთ – 91 ქულა და მეტი.

სტიპენდიის გასაცემად პირველ ეტაპზე განიხილება დაფინანსების საკითხი იმ სტუდენტებისა, რომლებიც სწავლობენ შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებზე (იხ. დანართი 1)

განაცხადები მიიღება 27 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით.

დეტალურ ინფორმაციას კონკურსის პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://batumi.ge/ge/ ან https://bit.ly/3Ie3yaQ

2023 წელი

ბანერები