ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის

ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ქალაქ ბათუმის მერია ახორციელებს პროგრამას „ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“. პროგრამა ითვალისწინებს სტიპენდიის გაცემას ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ სტუდენტებზე, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მომენტისთვის რეგისტრირებულნი არიან ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მიღებული აქვთ დადებითი შეფასება (A) ფრიადი (91 ქულა და მეტი), წინა სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად, და სწავლობენ ნებისმიერ საგანმანათლებლო მიმართულებაზე.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე - batumi.ge.

იხ. ბრძანება

ბანერები