ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის

კონკურსი ერაზმუს მუნდუსის პროექტ HUMERIA-ს ფარგლებში

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროექტი HUMERIA აცხადებს კონკურსს დოქტორანტებისა და მკვლევრებისათვის (Post docs) ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის/კვლევის მიზნით 6-თვიანი სტიპენდიის მოსაპოვებლად.

მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში:
1. ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთი
2. ბრატისლავას საშემსრულებლო ხელოვნების აკადემია, სლოვაკეთი
3. ბაბეშ-ბოიაის უნივერსიტეტი, რუმინეთი
4. გრონინგენის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები
5. ლუნდის უნივერსიტეტი, შვედეთი
6. მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთი
7. ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
8. იასის ხელოვნების უნივერსიტეტი, რუმინეთი

პროგრამა სრულად ფარავს მგზავრობისა დაზღვევის ხარჯებს და უზრუნველყოფს კონკურსში გამარჯვებულს ყოველთვიური სტიპენდიით:

  • სადოქტორო საფეხურზე - 1500 ევრო
  • პოსტსადოქტორო საფეხურზე - 1800 ევრო

კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:

  • მათ, ვისაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი დრო აქვთ გატარებული ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში;
  • დოქტორანტებს, რომლებსაც კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში შეჩერებული აქვთ აკადემიური სტატუსი.


განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2015 წლის 7 დეკემბერი.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ პროექტის ვებგვერდი:

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს:

მისამართი: ქ.ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E208
ტელეფონი: 995 322 14 13 88
ელფოსტა: humeria@iliauni.edu.ge

ბანერები