ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის

კონკურსი - ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროექტი ELECTRA

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროექტის - ELECTRA - ფარგლებში, დოქტორანტურის სტუდენტებისა და მკვლევრებისათვის (Postdocs) გამოცხადდა კონკურსი, რომელიც ითვალისწინებს ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევითი სამუშაოების განხორციელებას.

მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში:
1. ოლდენბურგის უნივერსიტეტი, გერმანია - კოორდინატორი
2. ოულუს უნივერსიტეტი, ფინეთი
3. ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ესპანეთი
4. ლიმერიკის უნივერსიტეტი, ირლანდია
5. კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტი, პოლონეთი
6. ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, იტალია
7. მინოს უნივერსიტეტი, პორტუგალია
8. ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის უნივერსიტეტი, ბულგარეთი

პროექტი სრულად დაფარავს სწავლის, მგზავრობის, დაზღვევის ხარჯებს და კონკურსში გამარჯვებულს უზრუნველყოფს ყოველთვიური სტიპენდიით:

დოქტორანტი - 1 500 ევრო;
მკვლევარი (Postdoc) - 1 800 ევრო.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • საქართველოს მოქალაქეებს;
  • საქართველოს ყველა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის სტუდენტებს;

საქართველოს ყველა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მკვლევრებს (Postdocs).

კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:

  •  მათ, ვისაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი (ჯამში) დრო აქვთ გატარებული ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში.


განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2015 წლის 9 სექტემბერი.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ პროექტის ვებგვერდი

საკონტაქტო ინფორმაცია:

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს.

მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E 208

ტელეფონი: (+995 322) 14 13 88

ელფოსტა: electra@iliauni.edu.ge

ბანერები