ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის

კონკურსი აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად

კონკურსები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურის წარჩინებული სტუდენტებისათვის აცხადებს კონკურსს აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.

სტიპენდია მიზნად ისახავს ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლებას, სტუდენტთა ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებასა და პროფესიონალებად ჩამოყალიბებას.

სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ განსაკუთრებული მიღწევების მქონე სტუდენტებს, რომელთა აკადემიური მოსწრება 80% და მეტია, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურნი.

იხილეთ 2017 წლის 12 სექტემბრის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის N11 დადგენილება ,,აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე".

2023 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები