ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის

კოიმბრის ჯგუფის სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდა მკვლევრებისათვის

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

გამოცხადდა კონკურსი ახალგაზრდა მკვლევრებისათვის კოიმბრის ჯგუფის უნივერსიტეტებში კვლევითი ვიზიტის განხორციელების მიზნით.

კოიმბრა ჯგუფი, რომელიც შეიქმნა 1987 წელს, 41 ევროპული უნივერსიტეტის გაერთიანებაა. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობას აკადემიური და კულტურული კავშირების გაღრმავებითა და ინფორმაციის გაცვლის არხების შექმნით.

სასტიპენდიო პროგრამის მიზანია ახალგაზრდა მკვლევრებს მოკლევადიანი ვიზიტების ფარგლებში საშუალება მიეცეთ კოიმბრის ჯგუფის უნივერსიტეტებში ჩაატარონ კვლევები და დაამყარონ აკადემიური და სამეცნიერო კონტაქტები.

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • კანდიდატი დაბადებული უნდა იყოს 1986 წლის 1-ლ იანვარს ან მის შემდეგ;
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ან პოსტდოქტორანტის სტატუსი (იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტთა მიღებაც).

განაცხადის წარდგენა:

  • კანდიდატს განაცხადის წარდგენა შეუძლია მხოლოდ ერთი უნივერსიტეტისათვის;
  • განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, კოიმბრა ჯგუფის ვებგვერდზე: http://www.coimbra-group.eu/activities/scholarships;
  • კოიმბრის ჯგუფის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილე თითოეული უნივერსიტეტის დადგენილი სპეციფიკური პირობების სანახავად იხილეთ დანართი;
  • შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება 2021 წლის ივნისის ბოლომდე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: https://www.coimbra-group.eu/scholarships/european-neighbourhood/

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 16 აპრილი, 2021 წელი

ბანერები