ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის

ირლანდიის მთავრობის საერთაშორისო განათლების სასტიპენდიო პროგრამა

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

გამოცხადდა კონკურსი GOI-IES პროგრამის ფარგლებში ირლანდიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთი აკადემიური წლით მობილობის განხორციელების მიზნით. სასტიპენდიო პროგრამა ადმინისტრირებულია ირლანდიის შემდგომი და უმაღლესი განათლების, კვლევის, ინოვაციისა და მეცნიერების დეპარტამენტისა და ირლანდიის უმაღლესი განათლების ორგანოს მიერ.

ირლანდიის მთავრობის საერთაშორისო განათლების სტიპენდიები განკუთვნილია ნებისმიერი საფეხურის წარჩინებული სტუდენტებისათვის, რომლებიც არ არიან ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები. განაცხადის წარდგენა შეუძლია ნებისმიერი სასწავლო მიმართულების სტუდენტის.

მასპინძელი უნივერსიტეტი ვალდებულია სტიპენდიის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები გაათავისუფლოს სწავლის საფასურისა და სარეგისტრაციო გადასახადებისაგან. დამატებით საცხოვრებელი ხარჯებისათვის ერთი აკადემიური წლის სტიპენდია შეადგენს 10 000 ევროს.

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული პლატფორმის საშუალებით.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 17:00, 26 მარტი, 2021 (ირლანდიის დროით)

განაცხადების მისაღებად დაშვებული ინსტიტუტებისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://eurireland.ie/assets/uploads/2021/02/GOI-IES-Call-2021-Final.pdf

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში არაუგვიანეს 26 მარტისა მიმართეთ: GOI-IES@hea.ie

 

ბანერები