ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის

იაპონიის მთავრობის 2022 წლის სტიპენდიები

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტრო იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტებისა და მკვლევრებისათვის აცხადებს კონკურსს 2022 წლის იაპონიის მთავრობის (MEXT) სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში.

საბაკალავრო პროგრამა:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების სტუდენტებს;
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს იაპონურ ენას ან ჰქონდეს მისი შესწავლის სურვილი;
  • კანდიდატი დაბადებული უნდა იყოს 1997 წლის 2 აპრილის შემდეგ;
  • სასტიპენდიო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 ან 5 წელი (იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი საჭიროებს ერთწლიანი მოსამზადებელი განათლების მიღებას იაპონურ ენასა და სხვა საგნებში);
  • სტიპენდიის ოდენობაა 117 000 იენი თვეში (დამატებით სამგზავრო ხარჯები).

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

მკვლევრის პროგრამა:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებსა და მკვლევრებს;
  • კანდიდატი დაბადებული უნდა იყოს 1987 წლის 2 აპრილის შემდეგ;
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს იაპონურ ენას ან ჰქონდეს მისი შესწავლის სურვილი;
  • სასტიპენდიო პროგრამის ხანგრძლივობაა 2 წელი;
  • სტიპენდიის ოდენობა მაგისტრატურის სტუდენტებისთვის 144 000 და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის 145 000 იენია თვეში (დამატებით სამგზავრო ხარჯები).

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ სააპლიკაციო დოკუმენტები საქართველოში იაპონიის საელჩოში 2021 წლის 25 ივნისამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ საქართველოში იაპონიის საელჩოს ვებგვერდი: https://bit.ly/3yoyRMH

ბანერები