ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის

გაცვლითი პროგრამები მედიცინის მიმართულების დოქტორანტებისთვის

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტსა და მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის კვლევით ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს გაცვლითი პროგრამებს მედიცინის მიმართულების დოქტორანტებისთვის. მემორანდუმის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ერთობლივი ფუნდამენტური და ტრანსლაციური სამეცნიერო პროექტები, სასწავლო სემინარები და საგრანტო აპლიკაციები. მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში უკვე დაიწყო მუშაობა ორ ერთობლივ კვლევით პროექტზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ივანე აბიათარი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 410 აუდიტორია

ბანერები