ახალი ამბები
26 ივნისი, 2024
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
12 აპრილი, 2024
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
21 მარტი, 2024
ფულბრაიტის სამაგისტრო სტიპენდიები 2016-2017 სასწავლო წლისათვის
აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს კონკურსს 2016-2017 სასწავლო წლისათვის ფულბრაიტის სტუდენტურ პროგრამაზე. პროგრამა განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ, გააგრძელონ სწავლა სამაგისტრო პროგრამით აშშ-ის ნებისმიერ უნივერსიტეტში, ნებისმიერი მიმართულებით გარდა ბიზნესის ადმინისტრირებისა.
აღნიშნული სტიპენდია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სტიპენდიაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. პროგრამას თანასპონსორობას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერები სამინისტრო.
კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო კრიტერიუმები:
- კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
- კანდიდატს დამთავრებული ჰქონდეს უმაღლესი სასწავლებელი (ბაკალავრის ხარისხით).
- კანდიდატი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.
- კანდიდატმა უნდა ჩაიტაროს სრული სამედიცინო გამოკვლევები.
- კანდიდატი არ უნდა იყოს 30 წელზე უფროსი ასაკის.
- კანდიდატი არ უნდა ირიცხებოდეს აშშ-ის არცერთ უმაღლეს სასწავლებელში.
- არ დაიშვებიან აშშ-ის მოქალაქეები ან პირები, რომლებსაც აქვთ აშშ-ში ცხოვრების უფლება.
- TOEFL - მინიმუმ 80 IBT, რეკომენდებულია 100 IBT (სამართლის მიმართულებით მოითხოვება მინიმუმ 100 IBT).
- GRE - მოითხოვება ყველა მიმართულებით, გარდა სამართლისა.
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
- შევსებული აპლიკაცია (იხ. ბმული )
- აპლიკაციას თან უნდა ერთვოდეს ინსტრუქტორის, პროფესორის ან სამუშაო ხელმძღვანელის მიერ შედგენილი სამი სარეკომენდაციო წერილი.
- იმ დოკუმენტაციის, დიპლომების ასლები, რომლებიც მოითხოვება აპლიკაციაში.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 13 ივლისი, 2015წელი.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს.