ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის

დოქტორანტთა შესარჩევი კონკურსი ერთობლივ პროგრამაზე სამუშაოდ საფრანგეთში

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სამოქალაქო ომების სოციალურ დინამიკის კვლევის ევროპის საბჭო (ERC Social Dynamics of Civil Wars) აცხადებს დოქტორანტთა შესარჩევ კონკურსს ერთობლივ პროგრამაზე სამუშაოდ საფრანგეთში, ქ. პარიზში. პროექტი მიზნად ისახავს კომპარატისტული კვლევის წარმოებას სამოქალაქო ომის სოციალური ასპექტების ირგვლივ. დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე:

სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს აღნიშნულ თემატიკაზე მუშაობის გამოცდილება (თანამედროვე ეპოქის ცივი ომები). დოქტორანტი უნდა ფლობდეს ფრანგულ ენას, რათა შეძლოს სხვადასხვა ტიპის დისკუსიასა და შეხვედრაში მონაწილეობის მიღება. კანდიდატი 2016 წლის 1-ლი იანვრისთვის უნდა იყოს ჩარიცხული სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამაზე.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • კანდიდატი უნდა ფლობდეს ფრანგულ ენას;
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს მაგისტრის დიპლომს შემდეგი მიმართულებებით: პოლიტიკური მეცნიერებები, გეოგრაფია, ისტორია, ეკონომიკა, ანთროპოლოგია, სოციოლოგია ან საერთაშორისო ურთიერთობები;
  • კანდიდატმა უნდა იცხოვროს პარიზში კონტრაქტით გათვალისწინებულ პერიოდში.


შესასრულებელი აქტივობები:

  • კანდიდატის სადისერტაციო ნაშრომი უნდა შეესაბამებოდეს პროექტის თემატიკას;
  • კანდიდატი ვალდებულია გამოაქვეყნოს სამეცნიერო სტატიები სხვადასხვა სამეცნიერო გამოცემაში (სტატიების რაოდენობა თანხმდება პროექტის ხელმძღვანელთან);
  • კანდიდატმა მონაწილეობა უნდა მიიღოს ერთობლივ ღონისძიებებში, მათ შორის ყოველკვირეულ სემინარებსა და შეხვედრებში, კოლოკვიუმებში, ატელიესა და ერთობლივ შრომებში.


კონტრაქტის პირობები :

  • კონტრაქტის ხანგრძლივობაა 12 თვე (2016 წლის 1-ლი იანვრიდან). შესაძლებელია კონტრაქტის განახლება პროგრამის ხანგრძლივობის გათვალისწინებით (5 წელი), ხელმძღვანელის შეფასების საფუძველზე.
  • ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 1350 ევროს. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კვლევასთან დაკავშირებული შესაძლო ხარჯებიც.


კანდიდატის დოსიე უნდა შეიცავდეს:

  • სამაგისტრო ნაშრომი
  •  CV
  • სამოტივაციო წერილი
  • კვლევითი პროექტი (მაქსიმუმ 40 000 სიმბოლო) + ბიბლიოგრაფია

საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 1-ლი ოქტომბერი, 23:00 საათი (პარიზის დროით).

კანდიდატის დოსიე იგზავნება ელექტრონული სახით შემდეგ მისამართზე:
civilwarserc@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით :
თბილისი tamar.garibashvili@

ბანერები