ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიებზე განაცხადების მიღება დაიწყო

კონკურსები

ახალგაზრდებში აფხაზეთის საკითხისადმი ინტერესის გაღრმავებისა და აფხაზური თემატიკის პოპულარიზაციისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დაწესდა დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები.

სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ სხვადასხვა დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით გამორჩეულ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება (საშუალო ქულა უნდა აღემატებოდეს 80-ს);
  • მონაწილეობა აქვთ მიღებული სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში;
  • გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი;
  • არიან საზოგადოებრივად აქტიურები.

ამასთან დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია განკუთვნილია პოლიტიკის მეცნიერების დარგში მომუშავე სტუდენტებისათვის, ხოლო ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია – ყველა სხვა სამეცნიერო დარგის სტუდენტებისათვის.

სტიპენდია განისაზღვრება თვეში 200 ლარით როგორც სამაგისტრო, ასევე საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის. მათ სტიპენდია მიეცემათ დანიშვნის დღიდან 1 სასწავლო წლის (10 თვის) განმავლობაში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მიმდინარე წლის 24 ივლისამდე მითითებულ ელ-ფოსტაზე: arts_sciences@iliauni.edu.ge გამოგზავნოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. რეზიუმე;
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3. ლექტორის რეკომენდაცია;
  4. სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნებისა და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  5. სიგელები, სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  6. ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ

იმ შემთხვევაში, თუ მუშაობთ პოლიტიკის მეცნიერების დარგში, წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: დიმიტრი ემუხვარის სახელობის სტიპენდია, ყველა სხვა დარგში მომუშავე სტუდენტებმა მიუთითეთ ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

2021 წელი

ბანერები