ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის

ჩეხეთის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამა 2021-22 აკადემიური წლისათვის

ჩეხეთის რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2021-22 აკადემიური წლისათვის გამოყო სტიპენდიები სასწავლო და კვლევითი გაცვლითი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის.

სასტიპენდიო პროგრამები:

  1. მოკლე და საშუალოვადიანი სასწავლო სტიპენდიები საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის ნებისმიერი მიმართულებით (სწავლის ხანგრძლივობა 2-დან 9 თვემდე);
  2. კვლევითი სტიპენდიები უნივერსიტეტის ლექტორებისა და მკვლევრებისთვის (კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა – ერთ თვემდე);
  3. სტიპენდიები სლავისტიკის საზაფხულო სკოლისათვის.

მობილობის დეტალები:

  • სასწავლო ან კვლევითი ვიზიტის განხორციელება შესაძლებელია 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ივნისი/ივლისის ჩათვლით.
  • სლავისტიკის საზაფხულო სკოლები: პრაღაში – 2021 წლის 23 ივლისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით; ბრნოში – 2021 წლის 24 ივლისიდან  21 აგვისტოს ჩათვლით.

ფინანსური უზრუნველყოფა:

  • ჩეხურენოვანი საზაფხულო კურსების მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებითა და საცხოვრებლით, კურსის საფასურის დაფარვით (სწავლისა და რეგისტრაციის საფასური) და ექნებათ უფასო წვდომა კულტურულ ღონისძიებებზე;
  • ყოველთვიური სტიპენდია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის – 9000 CZK.

ყოველთვიური სტიპენდია მაგისტრის დიპლომის მფლობელთათვის – 9500 CZK;

  • ყოველდღიური სტიპენდია მკვლევრებისა და ლექტორებისათვის – 608 CZK. სასტუმროს ტიპის/ სტუდენტური საცხოვრებელი უზრუნველყოფილი იქნება ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მხრიდან;
  • დაბინავება: მოთხოვნის საფუძველზე სტიპენდიატი უზრუნველყოფილი იქნება ადგილით სტუდენტურ საცხოვრებელში ან სტუდენტურ სასტუმრო სახლში. კანდიდატმა განაცხადის შევსების დროს უნდა მიუთითოს მოთხოვნა სტუდენტურ საცხოვრებელში ადგილის მისაღებად;
  • სამგზავრო ხარჯები უნდა დაფაროს გამგზავნმა ქვეყნამ ან სტიპენდიატმა.

საზაფხულო სკოლები:

საზაფხულო სკოლებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი (მოცემული თანმიმდევრობით):

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის:

  1. ამობეჭდილი და ხელმოწერილი ელექტრონული განაცხადის ფორმა (ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე);
  2. CV;
  3. სამოტივაციო წერილი;
  4. წინა საფეხურის დამოწმებული დიპლომი დანართთან ერთად ან ნიშნების ფურცელი, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს სწავლა ჯერ არ დაუსრულებია;
  5. სარეკომენდაციო წერილი მშობლიური უნივერსიტეტიდან (დაწერილი ბოლო 6 თვის განმავლობაში);
  6. შესაბამისი უცხო ენის მინიმუმ B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ცნობა მშობლიური უნივერსიტეტის უცხო ენის ლექტორისგან;
  7. პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  8. ოფიციალური თანხმობა მიღების შესახებ / მოწვევის წერილი მიმღები უნივერსიტეტიდან (არასავალდებულო, თუმცა რეკომენდებული).

სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისა და მკვლევრებისათვის:

  1. ამობეჭდილი და ხელმოწერილი ელექტრონული განაცხადის ფორმა (ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე: https://www.msmt.cz/file/54160/, https://www.msmt.cz/file/54161/ );
  2. CV და სამეცნიერო ნაშრომების სია;
  3. სამოტივაციო წერილი და კვლევითი გეგმა ჩეხეთის რესპუბლიკაში კვლევისათვის (მაქსიმუმ 3 გვერდი);
  4. მაგისტრის დიპლომის (დანართთან ერთად) და PhD დიპლომის დამოწმებული ასლები;
  5. სარეკომენდაციო წერილი მშობლიური უნივერსიტეტიდან (დაწერილი ბოლო 6 თვის განმავლობაში);
  6. ოფიციალური თანხმობა მიღების შესახებ/ მოწვევის წერილი მიმღები უნივერსიტეტიდან (კვლევითი სტიპენდიის აპლიკანტებისთვის - წერილში მითითებული უნდა იყოს კვლევის სფერო);
  7. პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

დოკუმენტები სავალდებულოა იყოს:

  • ინგლისურ ან ჩეხურ ენაზე. თარგმანის შემთხვევაში სავალდებულოა დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმება;
  • ატვირთული თავდაპირველი ფორმით ან დამოწმებული ასლის სახით;
  • აკრეფილი და დაბეჭდილი (ხელით შევსებული დოკუმენტები არ მიიღება);
  • განაცხადის ფორმა, CV, სამოტივაციო წერილი და კვლევითი გეგმა უნდა იყოს დათარიღებული და ხელმოწერილი. სააპლიკაციო დოკუმენტები არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

იმისათვის, რომ დაგეგმოთ სასწავლო ან კვლევითი ვიზიტი ჩეხეთში და მიიღოთ ოფიციალური თანხმობა მიღების შესახებ/ მოწვევის წერილი, რეკომენდებულია მიმართოთ თქვენ მიერ შერჩეული მასპინძელი უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისს.

მნიშვნელოვანი თარიღები:

კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

სასტიპენდიო პროგრამაზე შერჩეული აპლიკაციები უნდა იქნეს წარდგენილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემდეგი ვადების გათვალისწინებით: საბაკალავრო და ბაკალავრის შემდგომი საფეხურების აპლიკაციები არა უგვიანეს 2021 წლის 23 აპრილისა, ხოლო ზაფხულის სკოლის აპლიკაციები – არა უგვიანეს 2021 წლის 24 მარტისა.

შერჩეული კანდიდატები ინფორმირებული იქნებიან პირადად (ელფოსტისა და ფოსტის საშუალებით) და შეტყობინება გაეგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს:

  • 15 ივლისი, 2021 – შეტყობინება სასწავლო სტიპენდიების შედეგების შესახებ;
  • კვლევითი ვიზიტის დაგეგმილ თარიღამდე არა უგვიანეს 30 დღისა;
  • სლავისტიკის საზაფხულო სკოლის სტიპენდიატები შეტყობინებას პირადად მიიღებენ საზაფხულო სკოლის ორგანიზატორებისგან.

ინფორმაცია უცხოელთათვის სწავლებისა და კვლევის შესაძლებლობებთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია ბმულზე. ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლესი სასწავლებლებისა და კვლევითი ინსტიტუტების სია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდებზე: https://www.msmt.cz/areas-of-work/tertiary-education/public-higher-education-institutions-websites ან https://portal.studyin.cz/en/find-your-institution/

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდებს: https://www.msmt.cz/eu-and-international-affairs/scholarships-for-the-academic-year-2021-2022 ;

https://www.msmt.cz/eu-and-international-affairs/summer-schools-of-slavonic-studies

ბანერები