სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
16 ივლისი, 2026
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
10 ივლისი, 2026
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
18 ივნისი, 2026
ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიები
ახალი ამბები
ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის ფარგლებში, 2017-2018 სასწავლო წლისთვის დაფინანსდება 7 ქართველი სტუდენტი (მათ შორის, 2 სტუდენტი - აფხაზეთიდან).
4 სტიპენდიას მიიღებენ ჩეხური ენის მცოდნე საბაკალავრო/სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები, ხოლო 3 სტიპენდიას - ინგლისური ენის მცოდნე სამაგისტრო/სადოქტორო საფეხურის სტუდენტები.
ქართველი სტუდენტებისათვის რეკომენდებული მიმართულებებია:
ჩეხურ ენაზე - სამედიცინო, ტექნიკური სფერო, საინჟინრო, ეკონომიკა, ჰიდროგეოლოგია, მეტეოროლოგია, ქიმია;
ინგლისურ ენაზე - ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ინფორმატიკა, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა.
განაცხადების ელექტრონულად შევსების ბოლო ვადაა 2016 წლის 30 სექტემბერი.
აღნიშნული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.