ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სტიპენდიები

ახალი ამბები

საერთაშორისო განათლების ცენტრი მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურზე დაფინანსების მოპოვების მსურველებს გაცნობებთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მაღალრეიტინგულმა - ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტმა, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მდებარეობს, დაიწყო განაცხადების მიღება 2017-2018 აკადემიური წლისათვის 52 სხვადასხვა პროგრამაზე შემდეგ დისციპლინებში:

  • ბიზნესი
  • კოგნიტური მეცნიერება (PhD)
  • ეკონომიკა
  • გარემოს დაცვა და პოლიტიკა
  • გენდერული კვლევები
  • ისტორია
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • სამართალი
  • გამოყენებითი მათემატიკა 
  • შუა საუკუნეების კვლევები
  • ნაციონალიზმის კვლევები
  • ქსელური მეცნიერება (PhD)
  • ფილოსოფია
  • პოლიტიკური მეცნიერება
  • საჯარო პოლიტიკა
  •  სოციოლოგია და სოციალური ანთროპოლოგია

დარეგისტრირდით ბმულზე http://bit.ly/2eRh34y და თუ გსურთ დაფინანსების მოპოვება, უნივერსიტეტში გაგზავნეთ განაცხადი თანდართულ საბუთებთან და ინგლისური ენის რომელიმე სტანდარტული ტესტის (iBT TOEFL, IELTS, GRE, etc) ქულებთან ერთად არაუგვიანეს 2017 წლის 1-ლი თებერვლისა.

თვითდაფინანსებული სტუდენტებისათვის განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 1-ლი ივნისი (ამ დროისათვის აპლიკანტებს უნდა შეეძლოთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი რომელიმე ტესტის ქულის წარმოდგენა).

სასწავლო პროგრამებზე და აპლიკაციასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ვებგვერდს ან მოგვმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრში შემდეგ მისამართებზე:

  • თბილისი - ჭოველიძის ქ. #10, ტელ. 2252615, ელფოსტა: cie@osgf.ge; ბათუმი - ნინოშვილის ქ. $35; უნივერსიტეტის I სართული, ოთახი #26; ტელ. 275817
  • ახალციხე - რუსთაველის ქ. #106; უნივერსიტეტის შენობა; I კორპ.; II სართ; 
    ტელ.: 221551 
  • თელავი - ქართული უნივერსიტეტის ქ. # 1; V სართული; ტელ.: 273139
  • ქუთაისი - ა. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპ. II სართული; ტელ.: 551710071

ჯგუფური კონსულტაციები ჩატარდება თბილისში, ყოველ ორშაბათს, 16:00 საათზე.

უნივერსიტეტის და კონკურსის შესახებ ინფორმაცია, ასევე, შეგიძლიათ მოიპოვოთ საერთაშორისო განათლების ცენტრის ვებგვერდზე: www.cie.ge და სოციალურ ქსელში Facebook: Center for International Education - Tbilisi

ბანერები