ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის

ბერლინის რეგიონული და ტრანსრეგიონული კვლევების სკოლის სადოქტორო პროგრამა 2021/22 აკადემიური წლისთვის

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ბერლინის რეგიონული და ტრანსრეგიონული კვლევების სკოლა (BGTS) აცხადებს მიღებას სრულ სადოქტორო პროგრამაზე რეგიონული და ტრანსრეგიონული კვლევების მიმართულებით. პროგრამის დაწყების თარიღია 2021 წლის სექტემბერი და ის მოიცავს 3-წლიან სრულ სადოქტორო სწავლებას.

პროგრამაში მონაწილეობისა და სტიპენდიის მოპოვებისათვის სტუდენტმა უნდა გაიაროს შესაბამისი პროცედურები.

ელექტრონული განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 31 იანვარი, 2021.

საჭირო საბუთების ჩამონათვალი და დეტალური ინფორმაცია განთავსებულია თანდართულ ფაილში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში ეწვიეთ ვებგვერდს.

ბანერები