ვორკშოპი „ევროპასთან დაკავშირება პერიფერიაში“
სემინარები
15-16 ოქტომბერს ესკიშეჰირ ოსმანგაზის უნივერსიტეტმა (თურქეთი) უმასპინძლა ვორკშოპს „ევროპასთან დაკავშირება პერიფერიაში“(Linking to Europe at the Periphery, LEAP).
ვორკშოპი მიზნად ისახავდა ევროპასთან დაპირისპირების/შეწინააღმდეგების მიზეზების კონცეპტუალიზაციასა და ემპირიულად შესწავლას. კერძოდ, ეთმობოდა იმ საკითხებს, რამდენად მსგავსი ან განსხვავებულია ევროპის პერიფერიაში ევროკავშირთან წინააღმდეგობის დისკურსი სოციალურ-კულტურულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, უსაფრთხოების ან იდენტობის ჭრილში.
ვორკშოპზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა: გიორგი გვალიამ, ნინო ჯავახიშვილმა, ნინო დოლიძემ, ანა მაყაშვილმა, ასევე მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დოქტორანტმა შალვა ბერიანიძემ წარადგინეს მოხსენებები პანელის „ევროპული ინტეგრაციის იმიჯი საქართველოში“ (The Image of European Integration in Georgia) ფარგლებში.
2022 წელი
გალერეა