ვებინარები ადრეულ განათლებაზე – „თამაში და კომპეტენტური აღმზრდელი“
სემინარები
18 თებერვალს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ციკლის „ვებინარები ადრეულ განათლებაზე“ მეოთხე შეხვედრა.
თემა: „თამაში და კომპეტენტური აღმზრდელი“
შეხვედრაზე ისაუბრებენ
ნინო ჯიჯავაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. საბავშვო ბაღის „მწვანე ალუბალი“ თანადამფუძნებელი. 2007 წლიდან ჩართულია ადრეული განათლების სფეროში, აქვს როგორც ბაღში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება, ასევე სხვადასხვა საკანონმდებლო დოკუმენტის, კურიკულუმისა და მეთოდური სახელმძღვანელოს თანაავტორია. მისი ინტერესის სფეროა ადრეული განათლება და ვიზუალური ხელოვნება.
თამარ უჩანეიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ადრეული განათლების, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების მიმართულებით. 15 წელზე მეტია მონაწილეობს ადრეული ინკლუზიური განათლების განვითარების პროცესში. თანავტორია წიგნისა „სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა თბილისის საბავშვო ბაღებისთვის“. არის პროგრამა „7 პლიუსის“ ხელძღვანელი. მისი ინტერესის სფეროა თამაშის პროცესის შესწავლა ადრეულ ასაკში.
დრო: 18 თებერვალი, 17:00 საათი
შეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდი.