ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სემინარები

საველე ექსპედიციის მონაწილეთა შესარჩევი სემინარების სერია ბუნების დაცვასა და მეტყევეობაზე

სემინარები

13 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი შვეიცარიის საელჩოსთან თანამშრომლობით ბუნების დაცვისა და მეტყევეობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით დაინტერესებულ პირებს გიწვევთ საველე ექსპედიციის მონაწილეთა შესარჩევი სემინარების სერიაზე.

სემინარის მონაწილეებს გექნებათ შესაძლებლობა, გამოხატოთ ინტერესი და მონაწილეობა მიიღოთ ილიაუნის ბუნების დაცვისა და მეტყევეობის სამაგისტრო პროგრამის მიერ ლაგოდეხში დაგეგმილ ექსპედიციაში, რომლის დროსაც ლაგოდეხში დამონტაჟდება კლიმატური სადგური და მოეწყობა ტყის მონიტორინგის ნაკვეთი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლარს დრიოსლერი და ბუნების დაცვისა და მეტყევეობის მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტი ირაკლი ციხელაშვილი ჩაატარებენ სემინარს თემებზე:

  • ტყის გრძელვადიანი მონიტორინგი ევროპის მაგალითზე;
  • სატყეო განათლების პოტენციალი და მნიშვნელობა – საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება;
  • დაგეგმილი კლიმატის სადგურის გაშვების შესახებ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე.
  • ასევე ვისაუბრებთ ForMon საზაფხულო სკოლაზე, რომელიც 2022 წლის აგვისტოში დავოსში ჩატარდება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობებზე.

ვისთვის არის განკუთვნილი სემინარების სერია?

ნებისმიერი პირისთვის, რომელიც სწავლის გაგრძელებას ბუნების დაცვისა და მეტყევეობის სამაგისტრო პროგრამაზე გეგმავს.

როგორ დავესწრო სემინარს?

სემინარი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში და მასზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე დისტანციურად პლატფორმა ზუმის საშუალებით.

დრო: 13 ნოემბერი, 10:00 - 13:00 საათი

ფორმატი: ჰიბრიდული

სემინარებზე ნებისმიერი ფორმატით დასწრების მსურველებმა საჭიროა წინასწარ გაიაროთ ონლაინრეგისტრაცია არაუგვიანეს 11 ნოემბრისა (23:59 საათი).

ონლაინრეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3qtsLJh

გაითვალისწინეთ: ღონისძიებაზე ფიზიკურ სივრცეში დასწრებას შეძლებს მხოლოდ 20 რეგისტრირებული პირი, რომლებსაც ადრე ექნებათ რეგისტრაცია გავლილი, ამასთან აკმაყოფილებენ / დააკმაყოფილებენ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ღონისძიებაზე დასწრებისთვის მოქმედ მოთხოვნებს. *

საჯარო ლექციაზე დასწრების მსურველები თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე 12 ნოემბერს მიიღებთ:

  • შეხვედრის ბმულს დისტანციურ ფორმატში მონაწილეობისთვის;
  • შეხვედრის ადგილს ფიზიკურად დასწრებისთვის.

* ღონისძიებაზე დასწრება დასაშვებია სრულად ვაქცინირებული პირებისთვის წინასწარ წარმოდგენილი ორჯერადი აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. აუცრელი პირები ლექციაზე დაიშვებიან ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხის ან ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული სწრაფი ტესტის ანტიგენზე პასუხის საფუძველზე.

2021 წელი

ბანერები