ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

ვორკშოპი „ხელოვნური ინტელექტი საუნივერსიტეტო განათლებაში. გამოწვევები, შესაძლებლობები და პრაქტიკული სტრატეგიები“

ღონისძიებები

19 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ილიაუნის აკადემიური პერსონალისა და მოწვეული ლექტორებისთვის გაიმართება ვორკშოპი „ხელოვნური ინტელექტი საუნივერსიტეტო განათლებაში. გამოწვევები, შესაძლებლობები და პრაქტიკული სტრატეგიები“.

ვორკშოპის თემები:

  • ხელოვნური ინტელექტის პოპულარული სისტემების მოკლე მიმოხილვა;
  • განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის (LLM-ის) შექმნის გამო წარმოქმნილი ძირითადი გამოწვევები;
  • უნივერსიტეტში სწავლების მეთოდიკის ადაპტაცია;
  • საუნივერსიტეტო სასწავლო კურსების შეფასების სისტემის ადაპტაცია;
  • გამოცდების ავტომატური შეფასება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

ტრენინგს გაუძღვება პაატა გოგიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ტრენინგზე დასასწრებად გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/NkMZfFDULQE2k8rs7

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 19:00 მარტი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

2025

 

ბანერები