


ტრენინგი ილიაუნის აკადემიური პერსონალისა და მოწვეული ლექტორებისთვის „საპროექტო წინადადების მომზადება“
ახალი ამბები
31 მარტს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში (S507) პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ილიაუნის აკადემიური პერსონალისა და მოწვეული ლექტორებისთვის გაიმართება ტრენინგი „საპროექტო წინადადების მომზადება“.
ტრენინგის I ნაწილი შეეხება საპროექტო წინადადებების წარდგენის ტექნიკურ და პროცედურულ მხარეს როგორც საერთაშორისო (Horizon Europe, ERASMUS+ და სხვ.), ისე ადგილობრივი კონკურსებისთვის (შოთა რუსთაველის ფონდი და შიდა ინსტიტუციური გრანტები).
II ნაწილი მიეძღვნება პროექტის შინაარსობრივ მხარეს, მონაწილეები გაეცნობიან საპროექტო წინადადების სტრუქტურას, ლოგიკურ ჩარჩოს, მიზნისა და სტრატეგიული მიზნების, შუალედური შედეგებისა და აქტივობების ფორმულირების ტექნიკას, მართვისა და განხორციელების გეგმების თავისებურებებს; შეიძენენ ცოდნას პროექტის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმების შესახებ და გაეცნობიან დონორთან წარსადგენი ანგარიშების ტიპებს.
თითოეულ საკითხზე მონაწილენი შეასრულებენ დავალებას. ამ ეტაპის ბოლოს მათ ექნებათ საგრანტო პროექტის მონახაზი.
III ნაწილში განხილული იქნება ბიუჯეტირების თემა და მისი თავისებურებები.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 5 საათი
ტრენერები:
ზარინა ბურკაძე, ასოცირებული პროფესორი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ანა ხუნდაძე, სამეცნიერო კვლევების კოორდინაციის სამსახურის უფროსი
თეონა დიასამიძე, განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
სალომე შედანი, განვითარების სამსახურის უფროსი;
ტრენინგზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/xcGuhDfMqsALEdUo6
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 31 მარტი, 11:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა (S507), გ. წერეთლის ქუჩა N3
2025 წელი