


ტრენინგი „ელექტრონული პლატფორმების გამოყენება შერეული სწავლების ფორმატში“
ახალი ამბები
26-28 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით მოწვეული ლექტორებისა და დოქტორანტებისთვის გაიმართება ტრენინგი „ელექტრონული პლატფორმების გამოყენება შერეული სწავლების ფორმატში“.
კურსის მიზანია:
- გააცნოს აუდიტორიას შერეული სწავლების ახალ მეთოდებსა და მიდგომებთან
დაკავშირებული თეორიული საფუძვლები და განუვითაროს შესაბამისი პრაქტიკული უნარები.
- კურსის ფარგლებში განიხილავენ შერეული სწავლების ახალ მიდგომებს; ასევე სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების (emergent learning) გამოყენების უპირატესობებსა და გამოწვევებს. ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ ცოდნას შერეული სწავლების მეთოდის გამოყენების მიმართულებით, გაეცნობიან დისტანციური სწავლების ძირითად აქტივობებს (Etivities), გაიგებენ, რა ტიპის ტექნოლოგიური მხარდაჭერა არის საჭირო ონლაინ სწავლების მეთოდების პირისპირ სწავლების კომპონენტებთან კომბინირების პროცესში.
- ტრენერი ყურადღებას გაამახვილებს მულტიმედიისა და პროექტების ელექტრონული მართვის სისტემების გამოყენებაზე, ასევე სტუდენტის ელექტრონული პორტფოლიოს შექმნაზე.
ტრენინგი ითვალისწინებს ინტერაქტიულ ჩართულობას. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ სასწავლო კურსში მიღებული პრაქტიკული ცოდნის გამოყენებას.
ტრენინგს გაუძღვება ელენე ჟურავლიოვა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის
ფაკულტეტის დეკანი.
ტრენინგზე დასასწრებად რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე: https://forms.gle/1EjoskHD7kZmSiLW7
სამუშაო ენა: ქართული
დრო და ადგილმდებარეობა:
- 26 მარტი, 18:00-20:00 საათი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T406 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
- 27 მარტი, 15:00-17:00 საათი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E308 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
- 28 მარტი, 16:00-18:00 საათი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T304 ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
2025