


ტრენინგი „ადრეული განათლების კურიკულუმი - თამაში“
ახალი ამბები
ბაგა-ბაღებში მომუშავე პრაქტიკოსებისა და ადრეული და სკოლამდელი განათლების მეთოდოლოგიითა და სასწავლო პროგრამებით დაინტერესებული პირებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას უნივერსიტეტის მიერ აკრედიტებულ 2-კრედიტიან (36 საკონტაქტო საათი) პროგრამაზე:
ადრეული განათლების კურიკულუმი - თამაში
კურსის მონაწილეები გაეცნობიან 2020 წელს 2-დან 5 წლამდე და შერეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულ კურიკულუმს.
ტრენინგი ჩატარდება ონლაინ ფორმატში, კვირაში ოთხჯერ (სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი)
ტრენერი − ხათუნა დოლიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრის ხელმძღვანელი
სწავლის დაწყების თარიღი: 2025 წლის 20 აპრილი
სწავლის საფასური: 300 ლარი
რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://forms.gle/rrk4nqp8kM4zZ1sX7
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 595 69 99 91
2025