ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

მიღება ხატვის, ფერწერის, კომპოზიციისა და პლასტიკური ანატომიის საბაზისო სასერტიფიკატო პროგრამაზე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე „ხატვის, ფერწერის, კომპოზიციისა და პლასტიკური ანატომიის საბაზისო კურსი“.

მოსამზადებელი პროგრამა განკუთვნილია ხატვის, ფერწერის, კომპოზიციისა და პლასტიკური ანატომიის საბაზისო კურსის შესწავლით დაინტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის (ასაკი – 15 წლიდან ზემოთ). მისი მიზანია მონაწილეებს გააცნოს სახვითი ხელოვნების დარგები: ხატვა, ფერწერა, კომპოზიცია, შეასწავლოს პლასტიკური ანატომიის საფუძვლები და განუვითაროს პრაქტიკული უნარები.

სერტიფიკატის აღების წინაპირობა/მონაწილეთა შეფასება: მონაწილეები ფასდებიან დასწრების მაჩვენებლით (უნდა დაესწრონ საკონტაქტო საათების მინიმუმ 90%-ს) და შესრულებული დავალებებით, რომლებზეც პედაგოგისგან იღებენ უკუკავშირს.

სწავლის ხანგრძლივობა: 4 თვე.  მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 4 დღე, თითოეული 3 საათის ხანგრძლივობით.

საკონტაქტო საათების რაოდენობა: 192 საათი

პროგრამის ღირებულება: 1200 ლარი (შესაძლებელია საფასურის გადანაწილება თვეების მიხედვით)

კურსს გაუძღვებიან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის პედაგოგები:

ხატვა რამაზ არავიაშვილი

ფერწერა და კომპოზიცია ქეთევან მელია

პლასტიკური ანატომია ტერეზა გველესიანი 

კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 1 ოქტომბერი

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/eWNFU2Dv42FAntnQ8

კურსის დაწყების თარიღი: 12 ოქტომბერი

დრო და ადგილი

დრო კორპუსი/ოთახი ორშაბათი სამშაბათი ოთხშაბათი ხუთშაბათი
1500 საათი D 605 ფერწერა ფერწერა ხატვა ხატვა
1600 საათი D 605 ფერწერა ფერწერა ხატვა ხატვა
1700 საათი D 605 კომპოზიცია კომპოზიცია პლასტიკური ანატომია პლასტიკური ანატომია



საკონტაქტო ინფორმაცია:

tamuna.ninikashvili@iliauni.edu.ge

Ketevan.grigolia@iliauni.edu.ge

 

2026

ბანერები