ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

მიღება კომპიუტერული გრაფიკის (Adobe Photoshop) სასერტიფიკატო პროგრამაზე კომპიუტერული გრაფიკის (Adobe Photoshop) საბაზისო კურსი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრთან ერთად აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე კომპიუტერული გრაფიკის (Adobe Photoshop) საბაზისო კურსი.

პროგრამა განკუთვნილია კომპიუტერული გრაფიკის შესწავლით დაინტერესებული  ნებისმიერი მსურველისთვის (15 წლის ასაკიდან). მონაწილეები შეიძენენ გრაფიკულ პროგრამაში Adobe Photoshop მუშაობის  საბაზისო ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს. 

სერტიფიკატის აღების წინაპირობა/მონაწილეთა შეფასება: მონაწილეები შეფასდებიან დასწრების მაჩვენებლითა (უნდა დაესწრონ საკონტაქტო საათების მინიმუმ 90%-ს) და შესრულებული დავალებებით, რომლებზეც პედაგოგისგან მიიღებენ უკუკავშირს.

დაწყების თარიღი: 15 ოქტომბერი

სწავლის ხანგრძლივობა: 4 კვირა (1 თვე), მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 3 დღე, თითოეული 2 საათის ხანგრძლივობით.

საკონტაქტო საათების რაოდენობა: 24 საათი

პროგრამის ღირებულება: 400 ლარი

სწავლების ფორმატი: კურსი ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

კურსს გაუძღვება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის პედაგოგი ლევან ხარაზიშვილი (მოწვეული პედაგოგი)

კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/h3eynoe8Fs6BqWsC9

რეგისტრაციის ბოლო ვადა   8 ოქტომბერი

დრო კორპუსი/ოთახი ორშაბათი სამშაბათი ოთხშაბათი
1700 საათი D 102     Adobe Photoshop
1800 საათი D 102     Adobe Photoshop
1900 საათი D 102 Adobe Photoshop  Adobe Photoshop   
2000 საათი D 102 Adobe Photoshop  Adobe Photoshop   

 

2026

ბანერები