ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

მიღება ტიხრული მინანქრის ხელოვნების საბაზისო სასერტიფიკატო პროგრამაზე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე „ტიხრული მინანქრის ხელოვნების საბაზისო კურსი“.

პროგრამა განკუთვნილია ამ დარგის შესწავლით დაინტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის (ასაკი – 15 წლიდან ზემოთ).

კურსის მიზანია მონაწილეებს გააცნოს ტიხრული მინანქარი, როგორც გამოყენებითი ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი,  შეასწავლოს მისი შექმნის საფუძვლები და განუვითაროს პრაქტიკული უნარები.

სერტიფიკატის აღების წინაპირობა/მონაწილეთა შეფასება: მონაწილეები შეფასდებიან დასწრების მაჩვენებლით – უნდა დაესწრონ საკონტაქტო საათების მინიმუმ 90%-ს, და შესრულებული დავალებებით, რაზეც პედაგოგისგან მიიღებენ უკუკავშირს. 

სწავლის ხანგრძლივობა: 8 კვირა (2 თვე), მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ, თითოეული 3 საათის ან 3 დღე 2 საათის ხანგრძლივობით მსმენელებთან შეთანხმებით.

საკონტაქტო საათების რაოდენობა: 50 საათი

პროგრამის ღირებულება: 600 ლარი (შესაძლებელია საფასურის განაწილება თვეების მიხედვით)

კურსს გაუძღვება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის პედაგოგი თამარ ხარბედია.

კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.

რეგისტრაციის ვადა: 7  ოქტომბერი

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/XXyJMQqicaYGvdt19

კურსის დაწყების თარიღი: 15 ოქტომბერი

დრო და ადგილი

დრო კორპუსი/ ოთახი ხუთშაბათი პარასკევი
       
1100 საათი D 606 მინანქრის ხელოვნება მინანქრის ხელოვნება
1200 საათი D 606 მინანქრის ხელოვნება მინანქრის ხელოვნება
1300 საათი D 606 მინანქრის ხელოვნება მინანქრის ხელოვნება



საკონტაქტო ინფორმაცია:

tamuna.ninikashvili@iliauni.edu.ge               

Ketevan.grigolia@iliauni.edu.ge

2026

ბანერები