ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

კურსი დოქტორანტებისთვის „ლიდერობა ჯანდაცვის სექტორში“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი დოქტორანტებს სთავაზობს კურსს „ლიდერობა ჯანდაცვის სექტორში – პიროვნული განვითარებიდან მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებსა და სისტემურ ტრანსფორმაციამდე“.

ლიდერობის ინტერაქტიული შესავალი კურსი  |  5 ონლაინშეხვედრა × 2.5-3 საათი  |  მაქსიმუმ 15 მონაწილე

თარიღები: 2, 6, 9, 13 და 16 ნოემბერი

ლექტორი: ასოცირებული პროფესორი ეკა პაატაშვილი

რატომ ეს კურსი?

ლიდერობა მხოლოდ თანამდებობა არ არის. ეს არის მტკიცებულებებისა და განსჯის გამოყენების, გავლენის გავლენისა და ცვლილებების პასუხისმგებლიანი წარმართვის უნარი.

ჯანდაცვის სექტორში ლიდერობა ასოცირდება კომპლექსურ გამოწვევებთან – მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების აუცილებლობა, შეზღუდული რესურსები, ეთიკური დილემები, მულტიდისციპლინურ გუნდებთან მუშაობა, ორგანიზაციული წინააღმდეგობები, მრავალი განსხვავებული დაინტერესებული მხარე და გადაწყვეტილებები, რომლებიც გავლენას ახდენს როგორც ცალკეული ადამიანების, ასევე მთელი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. გასათვალისწინებელია მუდმივად ცვალებად გარემოსთან ადაპტირებასა და ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობაც. თანამედროვე ლიდერისთვის მუდმივი განვითარება გადამწყვეტია და დარგობრივი ექსპერტიზა საკმარისი ვერ იქნება.

რას განვიხილავთ?

  • პიროვნული ლიდერობა: ლიდერობის ტიპები და სტილები; რა განაპირობებს ლიდერის ეფექტიანობას; ღირებულებები, ძლიერი მხარეები, ემოციური ინტელექტი და კოგნიტური მიკერძოებები.
  • მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები: მტკიცებულებების კრიტიკული შეფასება და გამოყენება; მრავალმხრივი მონაცემებისა და კონტექსტის, ეთიკური ასპექტების, კრიზისული სიტუაციების, დაინტერესებული მხარეების განსხვავებული ხედვების, შეზღუდული დროისა და ფინანსების დაბალანსება.
  • გუნდების ხელმძღვანელობა: ჯგუფური დინამიკა, მოტივაცია, ნდობა, ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, კომუნიკაცია, უკუკავშირი და კონფლიქტები.
  • ორგანიზაციებისა და ცვლილებების ხელმძღვანელობა: ორგანიზაციული კულტურა და სტრატეგია; ლიდერობა კრიზისის დროს, ახალი ინიციატივების განხორციელებისას, ზრდის, მასშტაბის გაფართოებისა და ცვლილებებისადმი წინააღმდეგობის პირობებში.
  • ლიდერობა ციფრულ ეპოქაში და სისტემური ლიდერობა: ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ჯანდაცვა, პასუხისმგებლიანი ინოვაცია, ანგარიშვალდებულება, თანასწორობა, სისტემური აზროვნება და სექტორთაშორისი თანამშრომლობა.

როგორ ვისწავლით?

ინტერაქტიული კურსი აერთიანებს მოკლე თეორიულ მიმოხილვებს, ლიდერული უნარების თვითშეფასებას, კონკრეტულ შემთხვევებზე დაფუძნებულ მცირე ჯგუფურ დავალებებს, სიმულაციებს, დებატებს, კრიტიკული და სისტემური აზროვნების სავარჯიშოებსა და კოლეგების სტრუქტურირებულ უკუკავშირს. მონაწილეები ივარჯიშებენ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებასა და დასაბუთებაში, რომლებსაც ერთი მარტივი პასუხი არ აქვს.

რას ისწავლით კურსზე?

უკეთ გაიაზრებთ საკუთარ ლიდერულ პროფილს; განივითარებთ გაურკვევლობის პირობებში მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარს; შეიმუშავებთ გუნდების მოტივირებისა და კონფლიქტების მართვის მიდგომებს; გააანალიზებთ ორგანიზაციულ კულტურასა და ცვლილებებს; კრიტიკულად შეაფასებთ ხელოვნურ ინტელექტსა და ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ ლიდერულ გამოწვევებს. კურსის დასრულებისას გექნებათ ლიდერული განვითარების ინდივიდუალური გეგმა, რომელშიც განსაზღვრული იქნება თქვენი ძლიერი მხარეები და შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯები.

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/Z5Dte4vx2BzHQfSo8

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 2, 6, 9, 13 და 16 ნოემბერი, 19:00 საათი

ფორმატი: ონლაინკურსი

2026

ბანერები